ევროკომისია ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე მუშაობს

ევროკომისია აცხადებს, რომ ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე ნამდვილად მუშაობს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ევროკომისიის მთავარი სპიკერი, ერიკ მამერი აღნიშნავს, ამ დროისთვის მას დამატებითი დეტალების დასახელება არ შეუძლია.

ევროკავშირმა ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა სანქციების მეექვსე პაკეტი და თუ იქნება, როდის.

მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მაირმა განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირებში ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, შეწყვიტონ რუსული ნავთობის იმპორტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები