იაპონიის ზღაპრული ბაღი (ფოტოკოლაჟი)

ქალაქი კიტაკიუშუ იაპონიაში მდებარეობს, კერძოდ კი, ტოკიოდან ოთხი საათის სავალზე. ის ძალიან ცნობილი „კავატი ფუძის” ბოტანიკური ბაღის წყალობით გახდა. ბაღის ძირითადი კულტურული ძეგლი ვესტერიას გვირაბია.

ვესტერია საოცარი მცენარეა, რომელსაც ლიანების იერსახე აქვს. ამ მცენარის ყვავილებს ძალზე ტკბილი სურნელი აქვთ, ხოლო მისი ელფერი თეთრიდან იასამნისფრამდე იცვლება.

ვესტერია სიმაღლეში 15 მეტრს აღწევს, ამიტომ მისი ფორმირება ძალიან ადვილია.

ჭრელად შეფერილი ბაღი სტუმრებს მაისის შუა რიცხვებში მასპინძლობს. ვერ ვიტყვით, რომ ეს ყვავილი ყოველ წელს კარგად ყვავის, მაგრამ მისი სილამაზე „ცუდი“ ყვავილობის დროსაც კი მომხიბვლელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები