“რუსეთი ბელარუსში შეჭრას გეგმავდა” – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, რუსეთი 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შეჭრასა და ტერიტორიის დაპყრობას გეგმავდა.
ამ მიზნებისთვის მას ერთი სატანკო არმია ჰყავდა მომზადებული.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით: „ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახალხო პროტესტის ჩახშობის და ქვეყანაში შეჭრის გეგმა შეიმუშავეს”.
დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ ბელარუსის ოკუპაცია იგეგმებოდა იმ საბაბით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რუსეთის ჩათრევა “ევროპის რეგიონში, რეგიონულ ან ფართომასშტაბიან ომში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან”.