ლევან იოსელიანი: ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არსებობს

არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი “ნაცმოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ 20 აპრილის სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი ვადამდელი არჩევნების გეგმაზე ისაუბრებს.

იოსელიანის თქმით, მსგავს თემაზე საუბარი მორიგი ტყუილი დაპირებაა, რომელსაც ოპოზიცია ვერ შეასრულებს.

„ახლა რომ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არის, მგონი, ყველა ვხედავთ. არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ზოგადად, მგონი, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ახლა აზრს მოკლებულია. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ რაღაცის შეპირება, მერე იმედგაცრუება, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი ძალიან დაბალ ნდობას იწვევს. ვადამდელი არჩევნების მომხრე ისედაც არ ვარ, მაგრამ, ზოგადად არ ვარ მომხრე ოპოზიციამ ისეთი დაპირებები გასცეს, რომელსაც ვერ შეასრულებს, იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე, ჩემი აზრით, არ იქნება“, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები