ქაბულის რამდენიმე სკოლაში აფეთქებების შედეგად დაღუპული მოსწავლეების რიცხვი, სულ მცირე, 25-მდეა გაზრდილი.
ამის შესახებ Aamaj News იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, აბდულ რაჰიმის სახელობის სკოლაშია, სადაც ზედიზედ ორი აფეთქება მოხდა.
“თალიბანის” ე.წ. მთავრობის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ხალიდ ზადრანმა განაცხადა, რომ ქალაქში სამი აფეთქება მოხდა. ყველა მათგანი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაფიქსირდა.
Aamaj News-ის ცნობით, ერთ-ერთ სკოლასთან ხელყუმბარა აფეთქდა, სადაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა.
აღნიშნულია, რომ აფეთქებები იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლის შენობიდან მოსწავლეები გამოდიოდნენ. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
ამასთან, ტელეკომპანია Kabul News-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქაბულში აფეთქებების შედეგად სკოლის, სულ მცირე, 20 მოსწავლე დაიღუპა ან დაშავდა.