ირანმა შესაძლოა, რუსეთში დასავლელი მწარმოებლები შეცვალოს
რუსეთ-ირანის ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ობიდენოვი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია, დასავლური საქონლის რიგი პოზიციები შეცვალოს, როგორებიცაა საყოფაცხოვრებო ქიმიკატები და მედიცინის სფერო.
„სავარაუდოა, რომ ირანზე საუბრისას ჩვენი ბიზნესი იპოვის ალტერნატივას გარკვეული დასავლური პროდუქტებისთვის“, – თქვა ობიდენოვმა.
მისივე თქმით, “ირანი საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ფართო სპექტრს აწარმოებს. რუსული მხარის დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩვენს ბაზარზე დასავლური საქონლის რამდენიმე პოზიციის შეცვლა და ამას დიდი დრო არ დასჭირდება”.
ასევე, მან აღნიშნა, რომ ირანში საკმაოდ განვითარებულია მედიცინა, ფარმაცევტული და სამედიცინო ტურიზმი, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება.
24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად, რუსული ბაზარი 700-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა.
მხოლოდ მოსკოვში, 200 ათასმა ადამიანმა სამსახურები დაკარგა.