თბილისში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 19 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭიაურელის და ტერევენკოს ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ქვიშხეთის და ერწოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის, პოლიტკოვსკაის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის, ლიხაურის და ბასილაის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ცინცაძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა მიკრორაიონის, გლდანის მასივის „ა“, II, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ხევისპირის, ჯაბიძის, მწვანე, შულენბერგის, ფარსმან II ქველის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ხიზაბავრის, შეშელიძის, ვასაძის, საზანოს და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები