ალექსეი დანილოვი – რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზების გარღვევის მცდელობები სამ რეგიონში დაიწყეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზების გარღვევის მცდელობები სამ რეგიონში დაიწყეს.

როგორც დანილოვმა აღნიშნა, ბრძოლები კვლავ გრძელდება და უკრაინა მათი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.

„დღეს, ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ოკუპანტები ცდილობდნენ გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა. საბედნიეროდ, ჩვენი სამხედროები აკავებენ და მხოლოდ ორ ქალაქში, კრემინნასა და კიდევ ერთ პატარა ქალაქში გაიარეს რუსებმა, მაგრამ ბრძოლები გრძელდება, ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს ტერიტორიებს. აქტიური ფაზის დაწყების მცდელობა დილიდან დაიწყო“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები