უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, „ომის მეორე ეტაპი დაიწყო“.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერია“, – აღნიშნა ერმაკმა.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ალექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განსახორციელებლად საკუთარი ჯარის გადაჯგუფება დაასრულა. ამასთან, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევის დაწყება გამოაცხადა.