„აზოვის პოლკის“ მეთაური, დენის პროკოპენკო მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების, დაჭრილი მებრძოლებისა და ცხედრების ევაკუაციასკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ პროკოპენკო ტელეარხ „ტელეგრამში“ მიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმალებიან, რომელსაც მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, რუსი ოკუპანტები სუპერ მძიმე საჰაერო ბომბებით ესხმიან თავს.
„არავის სჯერა ოკუპანტების, ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს მთელი ცივილიზებული სამყაროდან, მოაწყონ „მწვანე დერეფანი“, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები, რათა სასწრაფოდ მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილების და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ევაკუაცია, რომლებიც პატივით უნდა დაკრძალონ“, – განაცხადა პროკოპენკომ.