ზელენსკი: რუსეთის ჯარებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევის დაწყება გამოაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ჯარებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს.

„ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც დიდი ხანია ემზადებიან. ამ შეტევაზე ახლა რუსული არმიის ძალიან დიდი ნაწილია კონცენტრირებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები