აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინაში რუსეთის ბოლო თავდასხმები სისასტიკისა და ტერორის კამპანიის მკაფიო მოწმობაა

WASHINGTON, DC - JUNE 09: A view of the State Department seal on the podium before Romanian President Klaus Iohannis and U.S. Secretary of State Rex Tillerson appear for a photo opportunity at the State Department, June 9, 2017 in Washington, DC. Iohannis is also scheduled to meet with President Donald Trump on Friday afternoon. (Photo by Drew Angerer/Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმები უკრაინაში კიდევ უფრო მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ახორციელებს ტერორის კამპანიას უკრაინის ხალხის წინააღმდეგ.

„ფაქტია, რომ რუსეთმა წამოიწყო იმაზე უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ შეჭრა, უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ომი, ტერორის, სისასტიკისა და საზიზღარი აგრესიის კამპანია, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, რაც უკანასკნელ საათებში ვნახეთ, ლვოვის წინააღმდეგ დარტყმების თვალსაზრისით, კიევის გარეუბნებში დარტყმების თვალსაზრისით ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, რისი მოწმეც ბუჩაში გავხდით, ეს არის მკაფიო მინიშნებები, მკაფიო მოწმობა სისასტიკისა და ტერორის კამპანიისა, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები