გაერო: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჰორიზონტზე არ მოჩანს, თუმცა ეს შესაძლოა, მოხდეს უახლოეს კვირებში

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჰორიზონტზე არ მოჩანს, თუმცა ეს შესაძლოა, მოხდეს უახლოეს კვირებში, იმისდა მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდება ომი და მიმდინარე მოლაპარაკებები, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.

მისი თქმით, ის მიმდინარე კვირის ბოლოს თურქეთში გამგზავრებას და  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გეგმავს, რათა გამოავლინონ გზები, რომლითაც გაეროს შეუძლია დაეხმაროს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს.

„რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ის ახლა ჰორიზონტზე არ მოჩანს, თუმცა რამდენიმე კვირაში შეიძლება შედგეს იმის მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდება ომი და მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები“, – განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინის ოფიციალური პირები დათანხმდნენ გაეროს წინადადებების უმეტესობას ჰუმანიტარულ დახმარებასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთს მსგავსი პასუხი ჯერ არ გაუცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები