უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ალექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განსახორციელებლად საკუთარი ჯარის გადაჯგუფება დაასრულა.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო იერიშს არ წყვეტს.
„ამჟამად აგრესორმა დაასრულა ჯარების გადაჯგუფება აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში შეტევის დასაწყებად. შემტევი ჯგუფების გაძლიერება დამატებითი რუსული დანაყოფების გადასროლით განხორციელდა. ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს სლობოჟანსკისა და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში. ოკუპანტი ემზადება შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე“, – აღნიშნა მოტუზიანიკმა.