მოლდოვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა არ შეუძლიათ

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ნატალია გავრილიცა აცხადებს, რომ კიშინიოვს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა არ შეუძლია.

მედიის ცნობით, გავრილიცას კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მოლდოვამ უარი თქვა უკრაინისთვის ექვსი MiG-29 გამანადგურებლის მიწოდებაზე, რომლებიც საბჭოთა დროიდან ამ ქვეყანაში რჩებოდა.

„მოლდოვა მხარს უჭერს უკრაინას და მის მოქალაქეებს სხვაგვარად – ლტოლვილების მიღებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევით, საბანკო და ფინანსურ სექტორში ყველა საერთაშორისო სანქციის დაცვით. უკრაინიდან დევნილი 90 ათასზე მეტი ადამიანი ახლა მოლდოვაში რჩება, ჩვენ ვუწევთ მათ ყველა საჭირო დახმარებას. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, არიან ქვეყნები, რომლებიც ბევრად უკეთ არიან აღჭურვილი და განვითარებული, რომელთაც დახმარების აღმოსაჩენად ეკონომიკური და ენერგეტიკული შესაძლებლობები აქვთ“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები