მედია: გაზპრომბანკის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, სავარაუდოდ, ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გაზპრომბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, მისი მეუღლე და შვილი მოსკოვში გარდაცვლილები იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ”დოიჩე ველე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 51 წლის ვლადისლავ ავაევის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ცხედრები მოსკოვში, უნივერსიტეტის გამზირზე მდებარე ბინაში იპოვეს.

წინასწარი ვერსიით, ავაევმა ჯერ ცოლ- შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები