პარიზში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია დაიწვა

პარიზში 17 აპრილს მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილი, წმინდა სერაფიმე საროველის ხის ეკლესია დაიწვა.

ხანძარი საღამოს, დაახლოებით, 16:00 საათზე გაჩნდა, ამ დროს ღვთისმსახურება არ ტარდებოდა.

ცეცხლმა ეკლესიის შიგნით თითქმის ყველაფერი გაანადგურა.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

France blue-ს ინფორმაციით, პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სხვისი ქონების არაგამიზნული განადგურების ფაქტზე.

ძალოვანები მომხდარის პრიორიტეტულ ვერსიად სანთლებიდან შემთხვევით აალებას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები