გიზო უგულავა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობას უწყების ყოფილი დირექტორის პირველი მოადგილე, გიზო უგულავა შეასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, არტომ სიტნიკს 7-წლიანი უფლებამოსილება 16 აპრილს ამოეწურა. კანონმდებლობის თანახმად, ხელმძღვანელის მოვალეობას ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე ასრულებს.

სიტნიკი თანამდებობას 2015 წლის 16 აპრილიდან იკავებდა.

რაც შეეხება გიზო უგულავას, მან უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო.

2009 – 2012 წლებში ის საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გიზო უგულავა, გარკვეული დროის განმავლობაში, თბილისის ყოფილი მერის – გიგი უგულავას ადვოკატიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები