ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე, სუს-ის ხელმძღვანელის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, სუსის ხელმძღვანელის სარჩელთან დაკავშირებით, საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. 

სასამართლოს სხდომათა დარბაზი დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით იკითხება ტელეკომპანია “მთავარი არხის” პროდიუსერი თეო გილიგაშვილი.

შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშვილი, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან მისი სახელის დაკავშირების გამო, ლევან ხაბეიშვილს,  ტელეკომპანია “ფორმულას” და “მთავარ არხს” ცილისწამებისთვის უჩივის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები