ლვოვში სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 7- მდე გაიზარდა
რეგიონის სამხედრო გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ძალების მიერ ოთხი სარაკეტო დარტყმის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მსხვერპლი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
“ნანგრევების დემონტაჟი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ, რიცხვები საბოლოო არ არის. სამი ადამიანი მძიმედაა დაშავებული, ბავშვი – მსუბუქად. სამი რაკეტა საწყობებს მოხვდა, მეოთხე კი საბურავების სარემონტო მაღაზიას”, – განაცხადა კოზიცკიმ.
ლვოვს 5 რაკეტა 18 აპრილს, დილით ესროლეს.