“ოკუპანტებმა ბუჩაში ყოველი მეხუთე მოქალაქე მოკლეს” – ქალაქის მერი
რუსმა სამხედროებმა ქალაქ ბუჩაში დარჩენილი ადამიანებიდან ყოველი მეხუთე მოკლეს.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანატოლი ფედორუკმა ტელეეთერში თქვა.
„გამოვთვალეთ: ოკუპანტებმა ბუჩაში დარჩენილი მოქალაქიდან ყოველი მეხუთე მოკლეს. მე პირადად, ისევე – როგორც ათასობით ჩემი თანამოქალაქე, მათ მიმართ ვგრძნობ სიძულვილს, ვინც აწამა და მოკლა ბუჩას მშვიდობიანი მოსახლეობა“, – თქვა ფედორუკმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა შორის არის: ჯგუფური გაუპატიურება და ბავშვების მკვლელობები.
“ისინი ბუჩასა და ვორზელში იყო… რუსმა დედებმა უნდა გაიგონ, თუ რა გააკეთა მათმა შვილებმა ბუჩაში”, – თქვა მან.