ირანის პრეზიდენტი ისრაელს დაბომბვით დაემუქრა

“მცირე საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაშიც კი, ირანი ისრაელის ცენტრალურ რეგიონებს დაბომბავს”, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ ისლამური რესპუბლიკის არმიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე თქვა.

ამის შესახებ სააგენტო Tasnim-ი წერს.

“თუ ისრაელი ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას რეგიონის ზოგიერთ ქვეყანასთან, მან იცის, რომ მისი ოდნავი მოძრაობაც კი ჩვენს თვალს არ გამოეპარება. თუ მისი მხრიდან მცირედი შეცდომაც იქნება დაშვებული, ისრაელის ცენტრალურ რეგიონებზე დარტყმებით დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები