სანქციების გამო, მოსკოვში 200 ათასი ადამიანი უმუშევრად რჩება – ქალაქის მერია მათ პარკებში დაასაქმებს

რუსეთიდან უცხოური კომპანიების გასვლის გამო, მოსკოვში 200 ათასი ადამიანი შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს.

ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, – იტყობინება RBC.

მისი თქმით, დედაქალაქის ხელისუფლება და ფედერალური ბიუჯეტი ამ ადამიანების მხარდასაჭერად 3,36 მილიარდ რუბლს გამოყოფს, ასევე, საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებას უზრუნველყოფს, მაგალითად, პარკებში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, ასევე, სანქციების დაწესების გამო, რუსული ბაზარი 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები