უკრაინის სასაზღვრო სამსახური: ომის დაწყებიდან დღემდე, სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფი მილიონზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა

24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ამ დრომდე, საკუთარ სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფი მილიონზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერი, ანდრეი დემჩენკო ავრცელებს.

საზღვრის დაცვის სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ სააღდგომო არდადეგებზე ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

“ჯამურად, 24 თებერვლიდან მილიონ 60 ათასი უკრაინელი დაბრუნდა თავის სამშობლოში”, – ამბობს დემჩენკო.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები