ვრცელდება ფოტო, სადაც, სავარაუდოდ, ხომალდ ”მოსკვას“ დაზიანება ჩანს
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასახავს რუსულ სარაკეტო კრეისერ ”მასკვას“ დაზიანებას.
უკრაინული მხარის ცნობით, 13 აპრილს ”მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო, უკრაინული წარმოების რაკეტები მოხვდა, რის გამოც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი, რამდენიმე დღეში, შტორმისა და წარუმატებელი საევაკუაციო სამუშაოების ფონზე, ჩაიძირა.
ხომალდის ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემაც გაავრცელა, თუმცა, უკრაინის მხრიდან თავდასხმა არ უხსენებია და ხომალდის ჩაძირვა შტორმსა და ხომალდზე ”იარაღის აფეთქებას“ დაუკავშირა.