სტამბოლში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანია დაშავებული

სტამბოლში, ბეიოღლუს რაიონში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანია დაშავებული.

​ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.

ბეიოღლუს რაიონში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

გაზეთ Sabah-ის ინფორმაციით, “ბეიოღლუში მიწისქვეშა საკაბელო ნაგებობებში აფეთქება მოხდა. ქუჩაში ძლიერი კვამლის გამო, მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები