გიორგი ხელაშვილი: ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე, საქართველოს და უკრაინას შორის არანაირი წინააღმდეგობა და დაპირისპირება არ არსებობს
„ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ საქართველოს და უკრაინას შორის სახელმწიფოებრივ დონეზე არანაირი წინააღმდეგობა, არავითარი დაპირისპირება, რაიმე გადაუწყვეტელი პრობლემა არ არსებობს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერის გადაცემა იყო.
„ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ საქართველოს და უკრაინას შორის სახელმწიფოებრივ დონეზე არანაირი წინააღმდეგობა, არავითარი დაპირისპირება, რაიმე გადაუწყვეტელი პრობლემა არ არსებობს. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო უკრაინისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერის გადაცემა და აგრეთვე იმ მცირედი პოლიტიკური გაუგებრობის აღმოფხვრა, რომელიც ბოლო ხანებში შეიქმნა. ვიზიტმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ეს იყო გაუგებრობა. წუხილით უნდა აღინიშნოს, რომ რადიკალური პოზიცია კიდევ ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი“, – განაცხადა ხელაშვილმა.