ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი არ შეჩერდება, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო რესურსი, მათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა რუსული შეტევისგან
„დღეს შუადღისას ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ ვაცნობე, რომელსაც უკრაინას უახლოეს დღეებში გავუწევთ”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს შუადღისას ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ ვაცნობე, რომელსაც უკრაინას უახლოეს დღეებში გავუწევთ. დიდი ბრიტანეთი არ შეჩერდება, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო რესურსი, მათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა რუსული შეტევისგან. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.