რუსლან სტეფანჩუკი: საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება, ასეთი დასკვნა შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი თვალით იხილა ბუჩა და ირპენი
“საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება. ასეთი დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი თვალით იხილა ბუჩა და ირპენი”, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს.
“კიევის რეგიონის ქალაქების მსხვერპლთა საშინელი ამბავი გულგრილს არავის დატოვებს. აქ რუსული ჯარის ნამდვილი სახე ისე ჩანს, თითქოს მას სარკეში უყურებდე“, – წერს სტეფანჩუკი.