Reuters: შმიგალი ვაშინგტონს ეწვევა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო და უკრაინის ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელი კირილ შევჩენკო მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავლენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ვიზიტი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე გაიმართება.

უკრაინის ოფიციალური პირები ორმხრივ შეხვედრებს G7-ისა და სხვა ქვეყნების ფინანსურ მაღალჩინოსნებთან გამართავენ და ასევე მიიღებენ მონაწილეობას მრგვალი მაგიდის ფორმატში უკრაინის შესახებ, რომელსაც ხუთშაბათს მსოფლიო ბანკი უმასპინძლებს.

Reuters-ის ცნობით, ღონისძიება პირველი შესაძლებლობა იქნება უკრაინელი ჩინოვნიკებისთვის, რომ პირისპირ შეხვდნენ მოწინავე ეკონომიკის არაერთ ფინანსურ მაღალჩინოსანს 24 თებერვლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები