იერუსალიმში, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 400-მდე პირი

Palestinians clash with Israeli security forces at the Al Aqsa Mosque compound in Jerusalem's Old City Friday, April 15, 2022. (AP Photo/Mahmoud Illean)

იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეტაკება ალ-აქსას მეჩეთში დილის ლოცვის შემდეგ მოხდა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, დილის ლოცვის შემდეგ ტაძართან ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ისრაელელთა სალოცავი სივრცისკენ ქვების სროლა დაიწყო.

ზოგიერთმა პალესტინელმა ალ-აქსას მეჩეთის შიგნით ბარიკადი მოაწყო, საიდანაც ოფიცრებს ქვები დაუშინეს.

ამასთან, პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუნტი ხელს უშლიდა მეჩეთში ლოცვის ჩატარებას და „ამით ზიანს აყენებდა მუსლიმთა დიდ ნაწილს“, რომლებიც ცდილობდნენ იქ ღვთისმსახურება აღევლინათ.

პოლიციის ინფორმაციით, ქვების სროლის შედეგად სამი ოფიცერი მსუბუქად დაშავდა, რომელთაგან ორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, შეტაკებების შედეგად 158 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ისრაელის მედიის ცნობით, პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებულია 400-მდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები