საქართველოში საარსებო მინიმუმი 238.2 ლარამდე გაიზარდა

“საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 231.3 ლარი იყო, მარტში ეს მაჩვენებელი 6.9 ლარით გაიზარდა, ჯამში კი 238.2 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მარტში 6.1 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 211.0 ლარს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები