აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, პირადად ჩავიდეს უკრაინაში.
ამის შესახებ შეერთებული შტატების ლიდერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რეპორტიორის კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირების გაგზავნას, ბაიდენმა თავდაპირველად უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ახლა მიმდინარეობს.
ამის შემდეგ ბაიდენმა ჟურნალისტს ხუმრობით ჰკითხა: „თქვენ მზად ხართ წასასვლელად?“. რეპორტიორმა აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა შეუბრუნა – „და თქვენ მზად ხართ?“, რაზეც ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა.