ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენას აგრძელებენ, „ფულს სხვა ადამიანების სისხლით გამოიმუშავებენ“

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენას აგრძელებენ, „ფულს სხვა ადამიანების სისხლით გამოიმუშავებენ“.

უკრაინის ლიდერმა BBC-თან ინტერვიუში გერმანია და უნგრეთი ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების დაბლოკვაში დაადანაშაულა.

„ზოგიერთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ ახლა სხვა დროა, რომ ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“ , – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების თაობაზე და თქვა, რომ ისინი არ იღებენ მარაგს საკმარისად სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის თავდასხმა.

„აშშ, დიდი ბრიტანეთი, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა – ისინი ცდილობენ დაგვეხმარონ და გვეხმარებიან. მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება უფრო და უფრო სწრაფად. მთავარი სიტყვის დრო ახლაა“ , – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები