რუსული მედია – უკრაინის მხრიდან ბელგოროდის რაიონის სოფელი ჟურავლიოვკა დაიბომბა

ბელგოროდის რაიონის სოფელი ჟურავლიოვკა უკრაინიდან დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ოლქის გუბერნატორი აცხადებს, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ობიექტები, თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მისივე თქმით, სოფელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობა სოფლიდან გაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები