კახა კალაძე: ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და მისი ფასდაუდებელი საგანძურია – გილოცავთ დედაენის დღეს

თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს.

“ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და მისი ფასდაუდებელი საგანძურია.

ქართველებს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან შეგვიძლია, ვიამაყოთ უძველესი ქართული ენით და უნიკალური დამწერლობით.

44 წლის წინ ჩვენ შევძელით, დაგვეცვა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი.

1978 წლის 14 აპრილი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ არასოდეს დათმობს ყველაზე მთავარს – სამშობლოს და ენას.

გილოცავთ დედაენის დღეს!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები