შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის სახელით, ყველას, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, ყველას, ვინც ეს ენა შეისწავლა და ყველას, ვინც უბრალოდ მოხიბლულია ქართული ენის კეთილხმოვანებით, ვულოცავ დედაენის დღეს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს.

“1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ხალხმა, მშობლიურ ენასთან ერთად, დაიცვა საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი, ათასწლოვანი ისტორია და ეროვნული თვითმყოფადობა!

ჩვენი ვალია, გავამდიდროთ და დავიცვათ ჩვენამდე მოტანილი ეს უნიკალური საგანძური.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ყველას, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, ყველას, ვინც ეს ენა შეისწავლა და ყველას, ვინც უბრალოდ მოხიბლულია ქართული ენის კეთილხმოვანებით და ათასწლოვანი ისტორიით, ვულოცავ დედაენის დღეს!”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები