14 აპრილი დედაენის დღეა

 

საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. აღნიშნული თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

სტუდენტური მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები