რუსეთი აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების სიაში მოხვდნენ აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის ხელმძღვანელობა და კომიტეტის თავმჯდომარეები.
მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში სანქცირებულთა სიაში კიდევ უფრო მეტი ამერიკელის დამატება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა 24 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმის 328 წევრს სანქციები დაუწესა.