აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

FILE - In this March 12, 2020 file photo, Democratic presidential candidate former Vice President Joe Biden speaks about the coronavirus in Wilmington, Del. Biden overwhelmingly won a Democratic presidential primary in Kansas conducted exclusively by mail balloting by the state party because of the coronavirus pandemic. He had been expected to prevail in the vote Saturday, May 2 and capture a majority of the state’s delegates to the Democrats’ national nominating commission. Biden took 77% of the vote. (AP Photo/Matt Rourke, File)

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებას გამოუყოფს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აღნიშული დახმარებათა პაკეტი მოიცავს როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმ ტიპის აღჭურვილობას, რომელსაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა.

დახმარების ახალი პაკეტი საარტილერიო სისტემების, ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის და ვერტმფრენებისგან შედგება.

„უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს იმ იარაღის გამოყენება, რომელიც ჩვენ გადავეცით. ვინაიდან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, აშშ უკრაინას თავდაცვის იარაღს მიაწვდის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები