პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინაში მიმდინარე ომს „ტერორიზმი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, ბრძანების გამცემ პირებთან ერთად უნდა დაისაჯონ.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ეს არ არის ომი, ეს ტერორიზმია“, – განაცხადა ანდჟეი დუდამ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრისას.
ცნობისთვის, დღეს, 13 აპრილს პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ.