ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი: უკრაინა დანაშაულის ადგილია

უკრაინა დანაშაულის ადგილია, – ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი ქალაქ ბუჩაში ჩასვლის შემდეგ „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ქალაქ ბუჩაში სისხლის სამართლის დანაშაულებია ჩადენილი.

„უკრაინა დანაშაულის ადგილია. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან გვაქვს გონივრული საფუძველი, გვჯეროდეს, რომ აქ ჩაიდინეს დანაშაულები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არის. ჩვენ უნდა გავფანტოთ ომის ნისლი, რათა სიმართლემდე მივიდეთ“, – წერს კარიმ ხანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები