ლიეტუვის პრეზიდენტი: ერთიანობა ჩვენი ძალაა – ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე

ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი უკრაინას ომის დაძლევაში დაეხმარება.

„ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა გამოვხატეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის ადვოკატირებას და ამ გმირული ერის დახმარებას ომის საშინელებების დაძლევაში. ერთიანობა ჩვენი ძალაა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე“, – წერს გიტანას ნაუსედა „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები