მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24%-ით, გარდაცვალების კი 18%-ით შემცირდა

მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 7 221 651 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 28 მარტი-3 აპრილის კვირასთან შედარებით 24%-ით ნაკლებია.

ასევე, 4-10 აპრილს ვირუსს 22 336 პაციენტი შეეწირა, რაც 28 მარტი-3 აპრილის პერიოდთან შედარებით 18%-ით ნაკლებია.

შესაბამის სტატისტიკურ მონაცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

ინფიცირების კლება დაფიქსირებული ჯანმო-ს ექვსივე რეგიონში.

განსაკუთრებით, ეს შეინიშნება ევროპის რეგიონში – 26%-ით; ამერიკაში 26%-ით და აფრიკაში – 17%-ით.

ასევე, ექვსივე რეგიონშია სიკვდილიანობის კლება, განსაკუთრებით – აფრიკაში 73%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში – 21%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები