აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ვერ ადასტურებს.
„ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორებთან, რათა გავარკვიოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში“, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თქმით, ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ აშშ შეშფოთებას ომის დაწყებიდანვე გამოთქვამდა.
ცნობისთვის, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატით, უცნობი წარმოშობის მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მათუვე ცნობით, შესაძლოა, რუსულმა ძალებმა ქიმიური იარაღი, „ზარინი“ გამოიყენეს.