კიევმა გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტზე უარი განაცხადა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტზე უარი უთხრეს.

როგორც შტაინმაიერმა ვარშავაში ვიზიტისას აღნიშნა, ის პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან და მათ ესტონელ, ლიტველ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად უკრაინაში ერთობლივ ვიზიტს გეგმავდა, რაც მისივე თქმით, ევროპული სოლიდარობის ძლიერი გზავნილი იქნებოდა.

„როგორც ჩანს, კიევში ეს არ სურდათ“,- განაცხადა შტაინმაიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები