ნიუ-იორკის მეტროში, ბრუკლინის რაიონში სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანია დაშავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times სახანძრო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანია ABC-ის ადგილობრივი ფილიალის ცნობით, მეტროსადგურებში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
პოლიცია შეიარაღებულ პირს ეძებს, რომელსაც აირსაწინააღმდეგო ნიღაბი უკეთია და ნარინჯისფერი სამშენებლო მუშის კოსტიუმი აცვია.
New York Times ასევე იტყობინება, რომ მეტროსადგურის შიგნით კვამლია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.