პუტინი: უკრაინასთან “შეჯახება” გარდაუვალი იყო

უკრაინასთან “შეჯახება” გარდაუვალი იყო, რადგან ისინი თავდასხმისთვის დროს არჩევდნენ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, დასავლეთი უკრაინას ანტირუსულ პლაცდარმად აყალიბებდა და ხელს უწყობდა ნეონაციზმის განვითარებას.

“დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ პლაცდარმად გადაკეთება, დაიწყეს ნაციზმისა და ნეონაციზმის უკვე დიდ ხანს არსებული თესლების გაღვივება. სპეციალურად ზრდიდნენ ნეონაციზმის ყლორტს და რუსეთის შეჯახება ამ ძალებთან იყო გარდაუვალი, ისინი მხოლოდ თავდასხმისთვის დროს არჩევდნენ. ეს ცხადი რამაა: ეს იყო გარდაუვალი, მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენდა”, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები