დავით სერგეენკოს განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავადაც იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავადაც იქნება.

მისივე თქმით, დეტალების შესათანხმებლად კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან მიმდინარეობს.

“საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ალბათ, ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება – პარასკევს ან შაბათს. ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან დეტალების შესათანხმებლად. ჩემს თავზე გეტყვით, რომ დიახ ვიქნები (დელეგაციაში). ვფიქრობ, “ქართული ოცნებიდან” სამნი წავალთ”, – აღნიშნა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები