მარიუპოლი – სიკვდილი აქ რუსეთის დროშის ქვეშ მოვიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს.
„მარიუპოლი – სიკვდილი აქ რუსეთის დროშის ქვეშ მოვიდა. ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, შენობების 90% გაანადგურეს. უკრაინელი სამხედროები გარშემორტყმული არიან. დასაწყისშივე ვთხოვდით ჩვენს პარტნიორებს შანსს – ტანკებსა და თვითმფრინავებს. მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.